ჩვენ შესახებ – SiNC

დაგვიმეგობრდით:

Blue-Separator-Line-Image

სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი – სინქი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მისი საქმიანობა მოიცავსახალგაზრდების და ქალების (დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან) სამეწარმეო უნარების განვითარება, მათი ცნობიერების ამაღლებას სოციალურ მეწარმეობაში,მათი მხარდაჭერა დააფუძნონ, მართონ და განავითარონ  სოციალური საწარმოები საკონსულტაციო მომსახურებით, ტრენინგების და მენტორინგის პროგრამებით, აქციონ ინოვაციური იდეები რეალობად.

ცენტრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაში.

ცენტრი ორგანიზებას უწევს ვებინარებს, რომელსაც უძღვებიან საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების ექსპერტები და ტრენერები სოციალური მეწარმეობაში, რომლებიც უზიარებენ ჩვენს ბენეფიციარებს საკუთარ გამოცდილებას, საუკეთესო პრაქტიებს და ხელს უწყობენ მათი შესაძლებლობების განვითარებას.

ცენტრს აქვს მჭიდრო ურთიერთობა სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც საშუალებას იძლევა აქტიურად ჩავრთოთ ადგილობრივი მოსახლეობა აქტივობებში.

ცენტრი ახორციელებს მოხალსიეობრივ პროგრამებს და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის აქტივობებში და განივითარონ უნარები და მიიღონ ცოდნა სოციალურ მეწარმეობაში.

ცენტრი ახორციელებს მენტორინგის პროგრამებს, რაც საშუალებას აძლევს ბენეფიციარებს დახვეწონ საკუთარი იდეები და მოახდინონ მათი რეალიზაცია.

ორგანიზაცია თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკების გამოსავლენად და საქართველოში დასანერგად.

ორგანიზაციის მისიაა:

ჩვენ ვაკავშირებთ, ვასწავლით ვაძლიერებთ და მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებს და ქალებს, რომ ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ.

ორგანიზაციის აქტივობები:

  • დაგეგმოს და განახორციელოს პროექტები ახალგაზრდების და ქალების ბიზნეს უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის, აქციოს მათი ინოვაციური იდეები რეალობად;
  • ჩაატაროს ტრენინგ კურსები;
  • ორგანიზება გაუწიოს ფორუმებს, სამეწარმეო და საგანმანათლებლო
    ბანაკებს, სემინარებს, ჰაკათონებს;
  • განახორციელოს ბიზნეს აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამები;
  • განახორციელოს მენტორინგის პროგრამები;
  • განახორციელოს მოხალისეობრივი პროგრამები;
  • გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურება.

ორგანიზაციის ხედვა:

დააკავშირე, ასწავლე, გააძლიერე და მხარი დაუჭირე ახალგაზრდებს და ქალებს მათი უკეთესი ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ძირითადი ფასეულობები:

  • დააკავშირე
  • ასწავლე
  • გააძლიერე
  • მხარი დაუჭირე