დაგვიმეგობრდით:

ჩვენ შესახებ

Blue-Separator-Line-Image

სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი - SiNC

Blue-Separator-Line-Image

სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი – სინქი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მისი საქმიანობა მოიცავს ახალგაზრდების და ქალების (დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან) ცნობიერების ამაღლებას სოციალურ მეწარმეობაში, მათი ცოდნისა და უნარების განვითარებას დააფუძნონ და მართონ სოციალური საწარმოები და დახვეწონ საკუთარი ინოვაციური იდეები. ორგანიზაცია ახალგარდებს და ქალებს უწევს მენტორობას და კონსულტაციას საქმიანობის ყველა დონეზე.

ორგანიზაცია 2018 წლიდან ახორციელებს მოხალისეობრივ პროგრამას და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ჩაერთონ ორგანიზაციის საქმიანობაში, შეიძინონ ცოდნა სოციალურ მეწარმეობაში, განივითარონ უნარები და  გაზარდოს საკუთარი დასაქმების შესაძლებლობები.

ორგანიზაცია თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკების გამოსავლენად და საქართველოში დასანერგად.

ორგანიზაციის მისიაა:

ხელი შეუწყოს ახალგაზრდების და ქალების ინოვაციური იდეების დახვეწას და განვითარებას ტრენინგებით, ფორუმებსია და ბანაკების ორგანზიებით, მენტორშიფის პროგრამებით და საკონსულტაციო მომსახურებით, პროექტების განხორციელებით  სოციალურ ინოვაციასა და მეწარმეობაში.

სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი - SiNC

გეგმავს და ახორციელებს პროექტებს ახალგაზრდების და ქალების ბიზნეს უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის, ხელს უწყობს მათი ინოვაციური იდეების რეალობად გადაქცევაში;

ატარებს ტრენინგ კურსებს;

ორგანიზებას უწევს ფორუმებს, სამეწარმეო და საგანმანათლებლო ბანაკებს, სემინარებს, ჰაკათონებს;

ახორციელებს ბიზნეს აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამებს;

ახორციელებს მენტორინგის პროგრამებს;

ახორციელებს მოხალისეობრივ პროგრამებს;

უწევს საკონსულტაციო მომსახურებას სოციალურ საწარმოებს და დამწყებ სოციალურ მეწარმეებს.

გაიარე კონსულტაცია მენტორთან

Blue-Separator-Line-Image

სიახლეები

Blue-Separator-Line-Image